logo
ENG



ლისიჩანსკში მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

27 ივნ 202213:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/27/17d0vlh25z0d5i4.jpg

ლისიჩანსკში მოსახლეობას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დატოვონ ქალაქი, რადგან რუსულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს  ბოლო ქალაქი, რომელიც უკრაინული მხარის კოტროლის ქვეშ იყო  აღმოსავლეთ ლუგანსკის რეგიონში.

"სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხის გამო, მოვუწოდებთ სასწრაფო ევაკუაციისკენ. ქალაქში ვითარება ძალიან მძიმეა". - განაცხადა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ.

ჰაიდაი მშვიდობიან მოსახლეობას დაპირდა, რომ მათ უკრაინის სხვა ქალაქებში მოუვლიან.

ლისიჩანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, შიბიკო ვალერიის თქმით, ლისიჩანსკში ჯერ კიდევ 10,000-დან 15,000-მდე ადამიანია, ყოველდღიურად ქალაქს მხოლოდ დაახლოებით 50 ადამიანი ტოვებს.


close დახურვა